რეზონანსი
18.04.2023

შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით - უმრავლესობაში სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

მათი განცხადებით, მსგავსი კომისიების შექმნა ყურადღების გადატანას ემსახურება და ამას მხარს არ დაუჭერენ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლოს წინააღმდეგ შავი პიარის აგორების საფუძველი გახდება.

"მე ვერ ვხდები რა უნდა გამოიძიოს ამ კომისიამ. მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის დაწესება, ჩემი აზრით იყო პოლიტიკური გზავნილი.

იმისთვის, რომ აქ ეს მიღებული იქნას, როგორც მესიჯი, საგამოძიებო კომისიამ, რა უნდა თქვას იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომელზეც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ისიც კი არ უთქვამს, რატომ დაასანქცირეს.

ახლა, როდესაც კანდიდატის სტატუსი დგას, ერთადერთი შედეგი, რაც შეძლება ამ საგამოძიებო კომისიამ მოიტანოს, რომლებიც ფაქტებს, რომ გავყვეთ ვერაფერს ვერ დაადგენს, გარდა იმისა, რომ იქნება გამოყენებული შავ პიარში სასამართლო წინააღმდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ევროპულ პერსპექტივაზე," - აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×