რეზონანსი
18.04.2023

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება - გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილის შემცვლელს ეძებს, არ ადასტურებს თავად ლევან ხაბეიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კითხვას, მართლა აქვს თუ არა დავით კეზერაშვილს სურვილი ახალი არჩევნები ჩაატაროს, სიგიჟეს უწოდებს.

"სიგიჟეა, სირცხვილია. 7 ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილის შემცვლელს ეძებს. ერთ ერთი მიზეზი უცხო ენის არცოდნაა, რადგან ხაბეიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს ვერ ესწრება.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×