რეზონანსი
18.04.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე და ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ.

„მნიშვნელოვანი განცხადება მინდა, გავაკეთო, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის საკითხს. პარლამენტი განეკუთვნება ხელისუფლების პოლიტიკურ შემადგენელს. ეს არის პოლიტიკური შემადგენელი ხელისუფლების სისტემაში, ისევე, როგორც მთავრობა. და არის მესამე შტო ხელისუფლებაში, ესაა სასამართლო ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს და არის დამოუკიდებელი. ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია, გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ. ერთი - კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ყველაფრის და მეორე ასპექტის გათვალისწინებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი, ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეებიის მიმართ. რაც შეეხება აქტის შინაარს, პროცედურული საკითხის პოლიტიკური საფუძველი განვმარტე. რაც შეეეხება პროცედურულ საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×