რეზონანსი
18.04.2023

საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდათ იმიტომ, რომ „კლანს მფარველობენ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მობილიზაციის შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას".

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვინახავს შეშინებული უმრავლესობა, გვინახავს ისიც, თუ როგორ წაიღეს მათ კანონმდებლობა უკან, ახლა რეალურად, ის მოცემულობა იყო, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უმრავლესობა ნამდვილად ძირეულად შეაშინა. მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად, თვითონ იყვნენ ოპოზიციაში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან. ეს არის ჩვეულებრივი, ძალიან სერიოზული მაჩვენებელი იმის, რომ მათ შეეშინდათ. საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდათ იმიტომ, რომ „კლანს" მფარველობენ. ვფიქრობ, ბევრი კითხვა აღარ არის უკვე საჭირო. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის მობილიზაციის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა 51 ხმა და ჩვენ ამ კომისიას შევქმნიდით",- განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება შეშინებულია.

„რეალურად,არ უნდათ, რომ „კლანის" შემსწავლელი კომისია იყოს. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით როგორ აღმოჩნდა სასესიო დარბაზში „ქართული ოცნება" უმცირესობაში. მათი მხრიდან ყველანაირი პროცედურული ომი იყო გამოცხადებული. ამიტომ, ამ ფაქტს განსაკუთრებული შეფასება არ სჭირდება. ერთადერთი, რითაც კმაყოფილი ვარ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ შიშის ფაქტორი ნამდვილად აქვთ."კლანის" მფარველობაც დადასტურდა და ასევე, ოპოზიციის მობილიზაციის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია რეალური წინააღმდეგობა გავუწიოთ პარლამენტში „ქართულ ოცნებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×