რეზონანსი
19.04.2023

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის მრჩეველს ემანუელ ბონს დაავალა იმუშაოს ჩინეთის ხელისუფლებასთან პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც შესაძლოა, გახდეს მოლაპარაკების დაწყების საფუძველი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მაკრონი აპირებს მიმართოს ჩინეთს და შესთავაზოს გეგმა, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკვე ზაფხულში გაიმართოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა, რომლის შემუშავებასაც ჩინეთთან ერთად გეგმავს, დაფუძნებული იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, Bloomberg განმარტავს, რომ დასავლეთის ქვეყნები ასევე აპირებენ განიხილონ უკრაინის დახმარების დეტალები ლიეტუვაში NATO-ს სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება. ზომები მიმართული იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე, NATO-ს წევრები ასევე მუშაობენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×