რეზონანსი
20.04.2023

არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ დუმან, ისევე როგორც დუმს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, „ბიბისის" გამოძიებას კეზერაშვილზე არასამთავრობო სექტორი რატომ არ ეხმაურება, უჭირთ თუ არა კეზერაშვილზე საუბარი, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქმე გაცილებით მძიმედ არის.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. საზედამხედველო რესურს კონკრეტული დამფინანსებლისთვის, ხშირ შემთხვევაში გარკლვეულ პოლიტიკურ პოზიციას იკავებდნენ. ბოლო პერიოდში მთლიანად პოლიტიკურ პლათფორმაზე გადაინაცვლეს. „ბიბისის" სიუჟეტზე განცხადებასაც არ აკეთებენ, მაგალითად „დაველოდოთ გოძიებას", ეს სიტყვაც კი არ უთქვამთ და ეს წინადდებაც არ წამოსცდენიათ, ვინაიდან იციან, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ არის. ეს არის პროკურატურის გამიძიებასთან პარალელურად მიმდინარე პროცესი, რომელიც მედიასაშუალებაში აისახა და განიხილება საგამოძიებო სტრუქტურებში. დიდი მასლა მზადდება და ყველამ კარგად დაინახა, რომ ნებისმისრი პროცესი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელისკენ მიემართება, რეალურად არის ის, რასაც საფუძველი გააჩნია. ამ საფუძველის იგნორირება ხდება. ცალკეული ჟურნალისტები აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ დუმან, ისევე როგორც დუმს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც დუმს ან კეზერაშვილის სასარგებლო განცხადებდბს აკეთებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×