რეზონანსი
20.04.2023

მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერნიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად.- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში, ამ პრინციპების დასაცავად გვიწევს მოქმედება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეწოდებათ ოპოზიცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×