რეზონანსი
20.04.2023

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, მას მოქალაქეებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, რის შემდეგაც ცენტრის ადმინისტრაციას მიმართეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები ოპერირებდნენ ბიზნესცენტრ "ატრიუმში".

როგორც ლაშა ფარულავა განმარტავს, მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

"გვქონდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ბიზნეს ცენტრ "ატრიუმში" იყო, სავარაუდოდ, განთავსებული ე.წ. ქოლცენტრები. მთელი ღამის განმავლობაში აქ იყო მოძრაობები და ადგილობრივი მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, რომ დავინტერესებულიყავით. მოვედით და ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ცივილური, რომ მოეცათ ინფორმაცია, რა ტიპის კომპანიები ოპერირებენ ადგილზე. ცხადია, მათ არ მოგვაწოდეს და ჩვენ პოლიციას ჩვენი ვარაუდი გავუზიარეთ. შემდეგ პოლიცია როგორც ჩანს დაინტერესდა. იმედია, თუ ადგილობრივი გამოძიება ეროვნულ დონეზე არ გამოარკვევს მფარველებს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამოძიება აუცილებლად გავა მფარველების კვალზე", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება, სამართალმცველების მობილიზება ბიზნეს ცენტრის შენობაში. "ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×