რეზონანსი
20.04.2023

ივნისში, საქართველო ევროპული საბჭოს წინაშე ევროკომისიის წარმომადგენლის ზეპირ მოხსენებას ელოდება. როგორია საქართველოს მოლოდინი ამ დოკუმენტზე, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან" ისაუბრა.

„ეს დოკუმენტიც იქნება ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ევროკომისია დაიწყებს შეფასებას. გარდა იმ კითხვარისა, რომელიც შეავსო საქართველომ ასევე ეს დოკუმენტიც იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათ მიერ გამოტანილი დასკვნებისა და შეფასებების.

ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც საუბრობს ევროკომისია და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ველოდებით, რომ ზეპირი მოსმენის შემდეგ ახალი ნიშნულები გამოგვეკვეთება და უკვე ოქტომბერში გვექნება დასკვნა, რომელსაც კომისია მოამზადებს ევროპული საბჭოსთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×