რეზონანსი
21.04.2023

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოთხი მო­სა­მარ­თლი­დან ერთ-ერთი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­იც­ნო.

2011 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე „ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ცალ­სა­ხა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნებ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ „გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტის გამო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ" საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბა". გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ... რათა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო."

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი, სან­დროს მამა:

"მუ­რუ­სი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტით ჯერ კი­დევ 2015 წელს გა­მო­ვე­დი, როცა ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ უნდა აერ­ჩი­ათ. გა­მო­ვე­დი და ვთქვი, რომ შეც­დო­მას უშ­ვებ­დნენ. ის ჩემს თვალ­ში პი­როვ­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. მე­ო­რეა, რომ როცა სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კას, მე სა­ქარ­თვე­ლოს და­ვა­ყე­ნებ­დი წინ. როცა მე ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი მუ­რუ­სი­ძის აღ­ზე­ვე­ბას, ესე­ნი რა­მეს ამ­ბობ­დნენ? თან ვინ წი­ვის და კი­ვის - თვი­თონ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც მისი შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან. ამათ კი­დევ გად­მო­ი­ბა­რეს მუ­რუ­სი­ძე და ვფიქ­რობ, ეს წმინ­დად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და ეს მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძე­ე­ბი.

როცა 2015 წელს ვყვი­რო­დით, მუ­რუ­სი­ძე არ და­ე­ნიშ­ნათ და მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჩემი მე­უღ­ლე თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, იქ გან­ვა­ცხა­დე პირ­და­პირ - რა აზრი აქვს ამ ჯილ­დოს, თუ ხვალ-ზეგ მუ­რუ­სი­ძეს აირ­ჩევთ-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, არ მჯე­რა, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ადრე იყ­ვნენ ცუ­დე­ბი და ახლა ან­გე­ლო­ზე­ბი გახ­დნენ. არც ვიცი, კარ­გი რა გა­ა­კე­თეს, ან სა­ერ­თოდ რას აკე­თე­ბენ, თვალს არც ვა­დევ­ნებ, მაგ­რამ ასეთ ხალ­ხს იყე­ნე­ბენ ყო­ველ­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­ცი­ნე­ბა, მთლი­ა­ნო­ბა­შია სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია.

ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­პი­რე­ბით მო­ვი­და, სან­დროს, სულ­ხა­ნის და სხვე­ბის სა­ხე­ლით აპე­ლი­რებ­დნენ, დღე­საც, პირ­ველ რიგ­ში, სან­დრო და სხვა ბი­ჭე­ბი უნდა გა­იც­ნოს ყვე­ლამ. დღეს ისევ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი შვი­ლე­ბიც იმ რე­ჟიმ­მა შე­ი­წი­რა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მად­ლო­ბე­ლე­ბი ალ­ბათ არც ისი­ნი არი­ან, თუმ­ცა შე­და­რე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი, მეტი არა­ფე­რი... არც ჩემ­თვის აღ­დგა სა­მარ­თა­ლი და არც მათ­თვის. ამათ ჰგო­ნი­ათ, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ჩას­ვეს, ამით ვალი მო­ი­ხა­დეს და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ. რაც არ უნდა იყოს, სტრას­ბურ­გმა გა­ამ­ტყუ­ნა რე­ჟი­მი და სის­ტე­მა. კი ბა­ტო­ნო, და­ი­ჭი­რეს ვანო, მიშა, მაგ­რამ ვინც სან­დროს უშუ­ა­ლო მკვლე­ლია, ეს დღემ­დე არაა ცნო­ბი­ლი და დას­ჯი­ლი. ამის გა­მო­ძი­ე­ბა კარ­გად შე­ეძ­ლო დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გა­დაც იცი­ან, მაგ­რამ რა? მე ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ ვხე­დავ. დიდი ხა­ნია გული მაქვს აც­რუ­ე­ბუ­ლი, 2015 წლის შემ­დეგ, როცა მუ­რუ­სი­ძე და­მი­ნიშ­ნეს პირ­ველ კა­ცად, ყვე­ლა­ფერ­ზე ჩა­ვიქ­ნიე ხელი, აღარც ვუ­ყუ­რებ დღეს რაც ხდე­ბა, დი­ნე­ბას კი არ მივ­ყვე­ბი, ჩემ­თვის მივ­დი­ვარ და ჩემ­თვის ვცხოვ­რობ. აზრი მი­თხა­რით, თო­რემ კი. ჩემ­მა ცოლ­მა იმ­დე­ნი იბ­რძო­ლა, იმა­ზე მაქ­სი­მა­ლურს დღეს და ვერც მა­შინ ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებ­და (რა თქმა უნდა, გვერ­დში მდგომ ხალ­ხთან ერ­თად). მან თა­ვი­სი გა­ა­კე­თა და მორ­ჩა! სან­დროს საქ­მემ გა­და­ი­ყო­ლა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ირი­ნამ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, დღე­ვან­დე­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, უკე­თე­სი გვინ­დო­და, მაგ­რამ... ეს პო­ლი­ტი­კაა".

თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი, სულ­ხა­ნის მამა:

"ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში ვი­წე­ქი, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვიცი 4 მო­სა­მარ­თლე რომ და­ა­სან­ქცი­რეს. ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: მუ­რუ­სი­ძეს აქვს ჩემი შვი­ლის საქ­მე გარ­ჩე­უ­ლი და რო­დე­საც სტრას­ბურ­გმა 4 პუნ­ქტით გა­ა­მარ­თლა სულ­ხა­ნი, მო­სა­მარ­თლე­ებს ვუ­თხა­რი, სტრას­ბურ­გმა თავ­ზე გა­და­გა­ხი­ათ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ხართ-მეთ­ქი. მა­შინ იცით, რა თქვა მუ­რუ­სი­ძემ? - მე ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი და იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დიო. ეს ჩემი ყუ­რით მაქვს მოს­მე­ნი­ლი. რა­საც მე იმას მა­შინ ვა­გი­ნებ­დი, ვინ იცის. ვამ­ბობ­დი, მუ­რუ­სი­ძის ტვი­ნი სჯობს სტრას­ბურ­გის 12 მო­სა­მარ­თლი­სას და მათ­ზე უკე­თე­სი მო­სა­მარ­თლეა-მეთ­ქი? თუ სტრას­ბურ­გი გვყავ­და მოქ­რთა­მუ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­და­სა­ვით - ვი­ღა­ცე­ებს რომ ქრთა­მავს. სტრას­ბურ­გი აგი­ნებს ამ ჩვენს მო­სა­მარ­თლე­ებს და ეს მუ­რუ­სი­ძე კი­დევ იმას ამ­ბობს, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი და ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დიო.

ვფიქ­რობ, გვი­ან მი­ხე­დეს და და­ა­სან­ქცი­რეს ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ეს ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა მი­ე­ღო ეგე­ნი, როცა მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, მუ­რუ­სი­ძემ მა­შინ რომ ბევ­რი და­ა­შა­ვა, რა­ტომ და­ი­ტო­ვეს? ეს არ იყო ნორ­მა­ლუ­რი. თვი­თონ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი მო­სა­მარ­თლე გა­აგ­დო, როცა მო­ვი­და, ამა­თაც გა­ეწ­მინ­დათ სის­ტე­მა. პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ახლა ესე­ნი ამ­ბო­ბენ, ამათ რომ რამე ვუ­თხრათ, სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­იშ­ლე­ბაო. წე­სით და კა­ნო­ნით, ამათ მა­შინ და­ა­შა­ვეს, როცა ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ისეც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ტო­ვეს ან და­ნიშ­ნეს უვა­დოდ. იმას ხომ არ ვამ­ბობ, დახ­ვრი­ტონ, აწა­მონ და სხვა, კუ­თხე­ში მა­ინც და­ა­ყე­ნე დამ­ნა­შა­ვე. მა­გა­ლი­თად, როცა ცი­ხი­დან უშ­ვებ მე­რა­ბიშ­ვილს, ოქ­რუ­აშ­ვილს თუ სხვას, უნდა უთხრა, შენი სუსი არ ვნა­ხო პო­ლი­ტი­კა­ში, თო­რემ უკან შე­გაბ­რუ­ნებ­თო. ამათ კიდე, მიდი, ყვე­ლა გა­ა­ჯე­ჯი­ლეს".

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×