რეზონანსი
27.04.2023

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზის შესახებ წერს.

"ეს გახლავთ ექიმის შეტყობინება რომელიც რამდენიმე წუთის წინ მივიღე. რა თქმა უნდა პაციენტის ვინაობა კონფედენციალურია.

მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა რამდენიმე თვის წინ ჩამოვიყვანეთ საფრანგეთში უმძიმესი დიაგნოზით. ქართველი ექიმების თქმით, მისი სიცოცხლის რესურსი რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა. მკურნალობისთვის ოჯახს გააყიდინეს თითქმის ყველაფერი რაც კი ებადათ.

მათ მიერ აღმოჩენილი ავთვისებიანი სიმსივნე ფრანგი ექიმების კვლევებით ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა.

ასე, რომ ქართველი ონკოლოგების მიერ წირვა გამოტანილი პაციენტი ამჟამად მხნედ და ბედნიერად გამოიყურება და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს", - წერს სულაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×