რეზონანსი
28.04.2023

მე­უღ­ლის, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა იაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ერთ-ერთი მოწ­მის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მე­გობ­რის მე­უღ­ლის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა.

მოწ­მე, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს, დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა შემ­თხვე­ვის დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ შემ­თხვე­ვის დღეს რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­უღ­ლეს აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის შემ­დე­გად მოწ­მის ჩვე­ნე­ბით­ვე, ბე­გი­აშ­ვილ­მა შალ­ვა იაშ­ვი­ლის და­ნით მოკ­ვლა სცა­და.

"2023 წლის 22 აპ­რილს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მ.გ-მ, მი­თხრა, რომ მისი მე­გობ­რის რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლის შალ­ვა (შაკო) იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ქა­ლაქ თბი­ლი­სი, სო­ფელ ტა­ბახ­მე­ლა­ში აპი­რებ­დნენ მე­გობ­რე­ბი შეკ­რე­ბას და სა­ღა­მოს ერ­თად გა­ტა­რე­ბას. მე­უღ­ლემ მთხო­ვა მას­თან ერ­თად მეც წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა სა­ღა­მო, რა­ზეც და­ვე­თან­ხმე. და­ახ­ლო­ე­ბით, 15:00 სა­ათ­ზე, სა­ბურ­თა­ლო­ზე, შევ­ხვდით ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარს ა.ვ-ს, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და და ტა­ბახ­მე­ლა­ში ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და. რო­დე­საც ა.ვ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დით, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარს ა.მ-ს და მის მე­უღ­ლეს ნ.ნ-ს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ტა­ბახ­მე­ლა­ში მო­დი­ოდ­ნენ. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ წა­ვი­ღებ­დით ღვი­ნო­სა და ლუდს. გზა­ში მე შე­ვი­ძი­ნე ღვი­ნო და 2.5 ლიტ­რი ლუდი. ჩვენ მი­ვე­დით შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც დაგ­ვხვდნენ ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე შალ­ვა იაშ­ვი­ლი, მათი შვი­ლი სან­დრა, რო­მე­ლიც არის 8 წლის. ასე­ვე, მო­ვიდ­ნენ ა.მ და მისი მე­უღ­ლე ნ.ნ, რომ­ლებ­მაც ასე­ვე მო­იყ­ვა­ნეს მათი შვი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­ვი­ერ­თდა შალ­ვას მე­ზო­ბე­ლი.

სახ­ლში ქალ­ბა­ტო­ნებ­მა და­ი­წყეს საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, სუფ­რის გამ­ზა­დე­ბა, რა დრო­საც რე­ნა­ტა მი­ირ­თმევ­და ჩემ მიერ მი­ტა­ნილ ლუდ­სა და ღვი­ნოს. მა­მა­კა­ცებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვით სამ­წვა­დის სა­ყიდ­ლად. მე, შალ­ვა და ნ.ნ. ნ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნით წა­ვე­დით ლუ­დის სა­ყიდ­ლად. რო­დე­საც მივ­დი­ო­დით, რე­ნა­ტამ გვი­თხრა კი­დევ გვე­ყი­და ლუდი, ვი­ნა­ი­დან ჩემი მი­ტა­ნი­ლი ლუდი და­ლია და აღარ იყო. ჩვენ ტა­ბახ­მე­ლა­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ სამ­წვა­დე და 6 ლიტ­რი ლუდი, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 3 ცალ 2-ლიტ­რი­ან ბოთ­ლში. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა და­ვი­წყეთ მწვა­დის შეწ­ვა. ასე­ვე, მსურ­და ლუ­დის მი­ღე­ბაც, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ 6 ლიტ­რი ლუ­დი­დან 4 ლიტრ ლუდს ჰქონ­და მჟა­ვე გემო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვადა ჰქონ­და გა­სუ­ლი. რე­ნა­ტამ შალ­ვას მოს­თხო­ვა წა­სუ­ლი­ყო მა­ღა­ზი­ა­ში და გა­მო­ეც­ვა­ლა ლუდი, რა­ზე­დაც შალ­ვამ უპა­სუ­ხა, რომ მას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და მცი­რე ოდე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი, ვერ დაჯ­დე­ბო­და სა­ჭეს­თან და ვერ წა­ვი­დო­და, რა­ზე­დაც რე­ნა­ტა გახ­და აგ­რე­სი­უ­ლი და შალ­ვას და­უ­წყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. შალ­ვა მას არ პა­სუ­ხობ­და და ით­მენ­და მის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. რე­ნა­ტა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და ითხოვ­და შალ­ვა წა­სუ­ლი­ყო ლუ­დის მო­სა­ტა­ნად, გო­გო­ნებ­მა რე­ნა­ტას უთხრეს რომ ისი­ნი წა­ვი­დოდ­ნენ ლუ­დის მო­სა­ტა­ნად, მაგ­რამ რე­ნა­ტა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხოვ­და შალ­ვა წა­სუ­ლი­ყო ლუ­დის მო­სა­ტა­ნად.

ჩემი მე­უღ­ლე, ა.მ. და ა.ვ. მარ­ტო მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ ლუ­დის მო­სა­ტა­ნად და მო­ი­ტა­ნეს 3 ლიტ­რი ლუდი. შემ­დეგ დავ­სხე­დით სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე სუფ­რას­თან. აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შედ­გე­ბა 3 სარ­თუ­ლის­გან. სუფ­რას­თან ყოფ­ნი­სას ღვი­ნოს მი­ირ­თმევ­დნენ შალ­ვა, ნ., ჩემი მე­უღ­ლე ა.ვ. და ა.მ. ხოლო რე­ნა­ტა მი­ირ­თმევ­და ლუდს. მის გარ­და ლუდს არა­ვინ სვამ­და. ის ლუდს მი­ირ­თმევ­და ბოთ­ლი­დან და სას­მის­შიც არ ას­ხამ­და. ხოლო მე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი არ მი­მი­ღია.

სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას რე­ნა­ტა შალ­ვას მი­მართ გა­მო­ხა­ტავ­და აგ­რე­სი­ას, იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რა­ტომ მი­ირ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, რის გა­მოც ვერ დაჯ­და სა­ჭეს­თან და ვერ მო­უ­ტა­ნა ლუდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნებ­მა მას მო­უ­ტა­ნეს ლუდი, ის მა­ინც აგ­რე­სი­უ­ლი იყო შალ­ვას მი­მართ. ჩვენ პირ­ველ სარ­თულ­ზე სუფ­რას­თან დავ­სხე­დით, ხოლო ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე და ვი­დე­ო­თა­მა­შებს თა­მა­შობ­დნენ.

სუფ­რას­თან ყოფ­ნი­სას რე­ნა­ტა შალ­ვას მი­მართ ისევ აგ­რე­სი­უ­ლი იყო, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას შალ­ვას აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და აგი­ნებ­და დე­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შალ­ვა რე­ნა­ტას შე­უ­რა­ცხყო­ფას ით­მენ­და და არ პა­სუ­ხობ­და. რო­დე­საც შალ­ვა რა­მეს იტყო­და, თუნ­დაც ისეთს, რაც რე­ნა­ტას არ ეხე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლად პა­სუ­ხობ­და რე­ნა­ტა, ეუბ­ნე­ბო­და გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და აგი­ნებ­და დე­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთ მო­მენ­ტში რე­ნა­ტამ სი­გა­რე­ტი, რო­მელ­საც ეწე­ო­და, ეს­რო­და შალ­ვას. ასე­ვე სურ­და მა­გი­დის ამოტ­რი­ა­ლე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ვის­ხე­დით, მაგ­რამ ა.მ-მ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. რე­ნა­ტას შე­უ­რა­ცხყო­ფას შალ­ვა ით­მენ­და, პა­სუხს არ სცემ­და და მის მი­მართ აგ­რე­სი­ა­საც არ გა­მო­ხა­ტავ­და. რე­ნა­ტა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და შალ­ვას მი­მართ, ჩვენ უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შეგ­ვექ­მნა და გა­მოვ­თქვით სურ­ვი­ლი წავ­სუ­ლი­ყა­ვით შალ­ვას სახ­ლი­დან. მაგ­რამ გო­გო­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რე­ნა­ტა იმ­დე­ნად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო შალ­ვას მი­მართ, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, შე­საძ­ლოა მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი მომ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ცოტა ხნით გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. გო­გო­ნე­ბი რე­ნა­ტას მი­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სუფ­რის და­ლა­გე­ბა­ში და იქ­ნებ ცოტა ხანს და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო. რე­ნა­ტა ისევ მი­ირ­თმევ­და ლუდს, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ძლი­ერ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და შალ­ვას უფრო აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. შალ­ვა ადგა სუფ­რი­დან, გა­ე­რი­და რე­ნა­ტას და ავი­და სახ­ლის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, რო­მელ­შიც გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა. შალ­ვა არის დი­ჯეი და მე­სა­მე სარ­თუ­ლი გა­წყო­ბი­ლი აქვს კლუ­ბუ­რად, ასე­ვე გა­ნა­თე­ბაც აქვს კლუ­ბუ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, ოთახ­ში არ არის ისე­თი ძლი­ე­რი გა­ნა­თე­ბა, რო­გორც სხვა ოთა­ხებ­ში.

მე­სა­მე სარ­თულ­ზე ავე­დი მეც და შალ­ვას მი­ვეხ­მა­რე მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის ჩარ­თვა­ში. შალ­ვას სურ­და ჩა­ერ­თო მუ­სი­კა, იქ­ნებ რე­ნა­ტას მუ­სი­კით გა­და­ე­ტა­ნა აგ­რე­სია და ჩვენც გავ­რთო­ბი­ლი­ყა­ვით. მუ­სი­კის ჩარ­თვი­სას, მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამო­ვიდ­ნენ რე­ნა­ტა, ჩემი მე­უღ­ლე, ა.მ, მისი მე­უღ­ლე ნ.ნ და ა.ვ. მათი ამოს­ვლის შემ­დეგ სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად ჩა­ვე­დი პირ­ველ სარ­თულ­ზე, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და შალ­ვას მე­ზო­ბე­ლი ნ. და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წუთ­ში მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვი­და ა.ვ. სურ­და ყი­ნუ­ლი და გვი­თხრა რე­ნა­ტას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და თვა­ლი და რომ მე­სა­მე სარ­თულ­ზე ერთი ამ­ბა­ვი იყო და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა. რო­დე­საც ოთახ­ში შე­ვე­დი, რე­ნა­ტა იწვა ია­ტაკ­ზე. მას აკა­ვებ­დნენ ჩემი მე­უღ­ლე და ა.მ. რე­ნა­ტა იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, ჰქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, ყვი­რო­და, აგი­ნებ­და შალ­ვას, აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, იწევ­და მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ითხოვ­და გა­ეშ­ვათ და მი­ე­ცათ შალ­ვას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის უფ­ლე­ბა. და­ვი­ნა­ხე, რომ რე­ნა­ტას მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა. შალ­ვამ მი­თხრა, რე­ნა­ტამ მა­გი­და ამი­ყი­რა­ვაო, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა. რე­ნა­ტას ჰქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, სურ­და მი­ე­ღო თვით­და­ზი­ა­ნე­ბა. და­ვი­ნა­ხე რამ­დენ­ჯერ­მე თავი მი­არ­ტყა კე­დელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ვერ ახერ­ხებ­დნენ.

რე­ნა­ტამ შეძ­ლო თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მი­ვი­და ოთახ­ში არ­სე­ბულ ბარ­თან, ბა­რი­დან აიღო დანა, ამ დროს შალ­ვა გა­სუ­ლი იყო ოთა­ხი­დან და კი­ბით ჩა­დი­ო­და დაბ­ლა სარ­თულ­ზე. რე­ნა­ტა და­ე­დევ­ნა შალ­ვას, რე­ნა­ტას და­ე­დევნნენ ა.მ და მისი მე­უღ­ლე ნ.ნ. მე გა­ვე­დი ოთა­ხი­დან, რა დრო­საც და­ვი­ნა­ხე მე­სა­მე და მე­ო­რე სარ­თულს შო­რის კი­ბე­ზე რე­ნა­ტა უკ­ნი­დან იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი შალ­ვას, მარ­ჯვე­ნა ხელ­ში ეჭი­რა დანა, ხოლო რე­ნა­ტას მარ­ჯვე­ნა ხელი, რო­მელ­შიც დანა ეჭი­რა და­ჭე­რი­ლი ჰქონ­და ა.მ-ს და მის მე­უღ­ლეს ნ.ნ-ს. რე­ნა­ტას არ აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას შალ­ვას­თვის და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. რე­ნა­ტა ცდი­ლობ­და და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და­ნით, ეძახ­და რომ მოკ­ლავ­და. რო­დე­საც შალ­ვას ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, შალ­ვამ მას ჰკი­თხა თუ რის გამო კლავ­და. შალ­ვამ შეძ­ლო რე­ნა­ტას­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, ხოლო რე­ნა­ტა შე­ა­ჩე­რეს ა.მ-მ და მის­მა მე­უღ­ლემ ნ.ნ-მ. შალ­ვა რო­დე­საც შე­მობ­რუნ­და რე­ნა­ტას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­შინ და­ი­ნა­ხა მისი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლი, გა­უკ­ვირ­და და ჰკი­თხა რა გჭირ­სო. შემ­დეგ შალ­ვა ჩა­ვი­და პირ­ველ სარ­თულ­ზე, გა­ვი­და ეზო­ში და გა­ე­რი­და რე­ნა­ტას. რე­ნა­ტა მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩა­ვი­და, ოთახ­ში თა­ვი­დან მე არ შევ­სულ­ვარ. რო­გორც მახ­სოვს მას­თან ერ­თად შე­ვიდ­ნენ გო­გო­ნე­ბი. იმ ოთა­ხი­დან გა­ვი­გო­ნე მტვრე­ვის ხმა, რის შემ­დე­გაც შე­ვე­დი ოთახ­ში და და­ვი­ნა­ხე დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი ზო­მის სარ­კე, ასე­ვე ამ­ტვრევ­და თუ რამე ნივ­თი იყო ოთახ­ში. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვცდი­ლობ­დით რე­ნა­ტას შე­ბოჭ­ვა­სა და შე­ჩე­რე­ბას. იყო მო­მენ­ტი ყვი­რი­ლი­თაც კი ვთხოვ­დით გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო. იგი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო, გა­მიჩ­ნდა შიში ჩვენ­თვი­საც არ მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთი გაგ­რძელ­და, რა დრო­საც, შალ­ვა იყო ხან სახ­ლის ეზო­ში, ხან სახ­ლში პირ­ველ სარ­თულ­ზე. ის ერი­დე­ბო­და რე­ნა­ტას და არ ამო­სუ­ლა მე­ო­რე სარ­თულ­ზე. ვი­ნა­ი­დან რე­ნა­ტას და­წყნა­რე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით, შალ­ვას მე­ზო­ბელ­მა რე­ნა­ტას უთხრა, რომ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში და მო­ვი­დოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც რე­ნა­ტა და­წყნარ­და და შევ­ძე­ლით მისი სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა", - აცხა­დებს მოწ­მე ჩვე­ნე­ბა­ში.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მათ შვი­ლებ­თან ერ­თად ჩა­ის­ვეს.

მოწ­ვის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სახ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მა მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­დახ­ტო­მა სცა­და, ვი­ნა­ი­დან სახ­ლში ლუდი დარ­ჩა. მას ლუდი მი­უ­ტა­ნეს, რო­მელ­საც მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გზა­ში მი­ირ­თმევ­და.

ამა­ვე ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტამ მე­გო­ბარს პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნა სთხო­ვა, თუმ­ცა უთხრა რომ ჯერ მა­მის სახ­ლში მი­ეყ­ვა­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მოწ­მე და მისი მე­უღ­ლე სახ­ლში ტაქ­სით წა­ვიდ­ნენ.

„რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მე­სა­მე სარ­თულ­ზე ყოფ­ნი­სას, რო­დე­საც მე სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად პირ­ველ სარ­თულ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რე­ნა­ტას შალ­ვას დახ­რჩო­ბა უც­დია ჯაჭ­ვით. შალ­ვას მო­უ­ხერ­ხე­ბია მისი მო­შო­რე­ბა, რა დრო­საც რე­ნა­ტა დაბ­ლა და­ცე­მუ­ლა და დაბ­ლა და­ცე­მუ­ლი ურტყამ­და შალ­ვას ფე­ხებს. შალ­ვას და­უ­ჭე­რია რე­ნა­ტას ფეხი, რა დრო­საც მას გას­ძრო­ბია ჩექ­მა და შალ­ვას დარ­ჩა ხელ­ში, რო­მე­ლიც რე­ნა­ტას მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა და უთ­ქვამს თავი და­მა­ნე­ბეო. შალ­ვას ნას­რო­ლი ჩექ­მა რე­ნა­ტას მოხ­ვედ­რია მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში და მი­უ­ღია და­ზი­ა­ნე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, შალ­ვას არ ჰქო­ნია გან­ზრახ­ვა რე­ნა­ტას­თვის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რად­გან შალ­ვა ცდი­ლობ­და არ აჰ­ყო­ლო­და რე­ნა­ტას, ით­მენ­და მის შე­უ­რა­ცხყო­ფას და გი­ნე­ბებს. შალ­ვას რომ სდო­მე­ბო­და მის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­და რე­ნა­ტას გა­რი­დე­ბო­და და ით­მენ­და მის შე­უ­რა­ცხყო­ფებს..."- გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი ალ­კოჰოლს ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს, ჰქონ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­შიც მკურ­ნა­ლობ­და.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან და მის­მა მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ა­ში არ და­რე­კეს, რად­გან შალ­ვა იაშ­ვი­ლის მე­ზო­ბელ­მა თქვა, რომ მას ჰქონ­და და­რე­კი­ლი და ასე­ვე რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მაც უთხრა, რომ თვი­თონ აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვას.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, 22 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე შალ­ვა იაშ­ვილ­მა მე­უღ­ლის, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც სა­ხე­ზე მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×