რეზონანსი
28.04.2023

სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის ფედერაციას წინააღმდეგ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს შესაბამისი კომპენსაციები დააკისრა, რაც 129 827 500 ევროს ოდენობით განისაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.

დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×