რეზონანსი
28.04.2023

სიები რომ არ ჩაეხსნათ და 11 მანდატი არ დაეკარგათ, ახლა არ ვიქნებოდით ასე, სუს-ის ოპერი მუშაკებივით რომ დავდევთ ერთმანეთს, ამიტომ დაგვიჯერონ, ნუ ცანცარებენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების დღის წესრიგში დაყენება სწორი არ არის ისევე, როგორც თავის დროზე სწორი არ იყო სიების ჩახსნა, რის გამოც პარლამენტში 11 მანდატი ოპოზიციას აღარ აქვს.

„იუმორინა ხომ არ არის, ეს ოხერი, რომ ასეთ რამეს იძახდე, ეს არის ძალიან არასერიოზული, როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ახლა არის აპრილის ბოლო, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება, ვთქვათ შემოდგომაზე დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ერთ წლიანი პარლამენტი უნდა გვქონდეს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები. ერთწლიანი პარლამენტი რას შეცვლის? ეს იქნება უბრალოდ აურზაური. ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ ეს ოხერი. სულ ამას ვეუბნებით, რომ ნუ ცანცარებთ. ახლა რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იქნება 120/30- ზე პროპორციით, მაჟორიტარული უპირატესობა აპრიორი ექნებათ. რა სიცანცარეა, რა აჩემებაა, ვერ ვხვდები. როცა ვეუბნებით ნუ ცანცარებთ, სიების ჩახსნის არ იყოს, ხომ მიხვდნენ რომ სისულელე ჩაიდინეს და მაშინ ჩვენ გვლანძღავდნენ, შეკრულები არიანო ("ქართულ ოცნებასთან"). ხომ ვეუბნებოდით ნუ ხსნით ამ სიებს. 11 მანდატი დააკლდა ჯამურად ოპოზიციას, ახლა რომ თვლით დავდევთ სხდომაზე ერთმანეთს, ერთი კაცი ხომ შეიძლება არ მოვიდეს, ავად გახდეს, ფეხი მოიტეხოს, იმ წამსვე გამოუტანს „ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიას და ჩავარდება. რატომ? - იმიტომ, რომ სიები ჩახსნეს და 11 მანდატი დაიკარგა. ახლა არ ვიქნებოდით ასე რომ დავდევთ ერთმანეთს სუს-ის ოპერი მუშაკებივით. ამიტომ დაგვიჯერონ, ნუ ცანცარებენ. მოვიდა კარს 2024 წლის არჩევნები, იმისთვის მოვემზადოთ და დავამარცხოთ „ქართული ოცნება". ჩვევად ექცათ, ალბათ, 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან ვადამდელი გვინდაო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება და ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×