რეზონანსი
28.04.2023

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდის დააკისრებაზე, დიდი გამარჯვებაა

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება იყო სტარტი საქართველოს ბევრი გამარჯვებისა, რასაც ჰქვია დეოკუპაციის მიმართულება.

„მერწმუნეთ, რომ ეს ადრე თუ გვიან თავის კონკრეტულ რეზულტატებს მოიტანს და ეს ერთ-ერთი ასეთი რეზულტატი გახლავთ სწორედ ის ფინანსური სანქცია, ზიანის ანაზღაურება, რომელიც არის გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილებით. ეს მნიშვნელოვანი, სერიოზული გამარჯვებაა საქართველოსი და ეს არის შედეგი იმ დაუღალავი შრომისა, რომელიც აწარმოა, მაგალითად თეა წულუკიანმა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ძალიან სერიოზულად იმუშავა ამ მიმართულებით და სწორედ ამან გამოიღო კონკრეტული შედეგები, რაც ახლა ითარგმნება ამ კონკრეტულ რეზულტატებში", - განაცხადა სარჯველაძემ.

2008 წლის ომის სარჩელზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×