რეზონანსი
28.04.2023

როგორც „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ბევრი პარტია როგორმე ერთად გავერთიანდეთო, ეს გზა არსად მიგვიყვანს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიათა გაერთიანების ნაცვლად „ლელოს" კარი ღიაა ინდივიდებისთვის.

„მე ვარ „ლელოს" პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტი, ვმუშაობ 723-ე ოთახში. ჩემი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თვლის, რომ „ლელოსთან" ერთად წარმოუდგენია უფრო დიდ და უფრო მძლავრ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. 723-ე ოჯახში ინდივიდებისათვის ყველასთვის ღიაა კარი. ორცოლიანობა „არ მოსულა", ორპარტიულობაც „არ მოსულა", კანონითაა პირდაპირ აკრძალული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიები ადამიანების გაერთიანებამ უნდა გააძლიეროს.

„პატარ-პატარა სოკოებად გაშლილი პოლიტიკური პარტიები ყველაზე მარტივი სანადიროა პირველ რიგში ხელისუფლებისთვის და მეორე რიგში ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის. „შენების მოძრაობა" რომ შევქმენით, გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ერთ-ერთი კომპონენტი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის და „ლელო" დღესაც ასეა.

„ლელოს" შექმნის გენეტიკური, პოლიტიკური კოდია ის, რომ აქ თავი მოიყარეს სხვადასხვა პარტიებიდან, სხვადასხვა ჯგუფებიდან და მზად ვართ ისევ ამისთვის. პარტია უნდა გააძლიეროს ადამიანების გაერთიანებამ, არა მარტო პოლიტიკური პარტიებიდან, არამედ ექსპერტებმაც, რომლებიც ძალიან ბევრი რამ ჩვენზე მეტი იციან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×