რეზონანსი
29.04.2023

მარ­ტვი­ლის რა­ი­ონ­ში ცო­ფი­ა­ნი ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი კაცი ნა­პოვ­ნია და მას უკვე ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნა­ცია. მარ­ტვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­ის როზა ჯა­ნა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე აცრა ჩა­უ­ტარ­და პირს, რო­მე­ლიც გუ­შინ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და.

"ორი­ვე ადა­მი­ა­ნი მი­ვიყ­ვა­ნეთ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში და და­ი­წყო მათი ვაქ­ცი­ნა­ცია. მათ­თან ცოტა დიდი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­და, რომ დაგ­ვე­თან­ხმე­ბი­ნა, თუმ­ცა წუ­ხელ სა­ღა­მოს ორი­ვე მი­ვიყ­ვა­ნეთ ცენ­ტრში და პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა ორი­ვემ გა­ი­კე­თა" - აღ­ნიშ­ნა ჯა­ნა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და.

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა გი­ორ­გი გუ­გუ­ჩი­ამ, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე უკვე გა­მოს­ცა.

კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და ქა­ლაქ მარ­ტვილ­ში, და­ა­ვა­დე­ბის კე­რი­დან 10 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში. გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ცო­ფის­თვის სა­შიშ ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში, გა­ტარ­დე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია, 2-3 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სით (გა­ნურ­ჩევ­ლად წინა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დე­ბი­სა), აც­რი­ლი ცხო­ვე­ლის იზო­ლი­რე­ბა უნდა მოხ­დეს აც­რი­დან 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, იკ­რძა­ლე­ბა ძაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ში გაყ­ვა­ნაც. მოხ­დე­ბა ცო­ფი­ა­ნი და და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­ეჭ­ვო ცხო­ვე­ლე­ბის სად­გო­მე­ბი­სა და და­დორ­ბლი­ლი საგ­ნე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×