რეზონანსი
29.04.2023

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად ლარი დოლართან გამყარდა და 1 აშშ დოლარის ფასი 2,49 ლარს შეადგენს.

როგორ იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გამყარება საქართველოს ეკონომიკაზე, როგორ აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზე და რა პროგნოზებია ამ მხრივ - ამ თემებთან დაკავშირებით ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლარის გამყარების უკვე არსებულ მიზეზებს ბოლო პერიოდში კიდევ ერთი - თავად აშშ დოლარის გაუფასურება დაემატა.

„ეს მომენტი, როდესაც დოლარი უფასურდება და ამის შედეგად მყარდება ლარი, არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ეკონომიკა უმჯობესდება და არც ისაა მაინცდამაინც პოზიტიური, რომ დოლარის კურსთან გვიმყარდება ლარი. ეს მოცემულობა უბრალოდ ინფლაციის შედეგად გვაქვს.

რაც შეეხება სხვა დამხმარე ფაქტორებს, რომელმაც ლარის გამყარებაზე იმოქმედა, ეს უკავშირდება ფულად გზავნილებს, რომლის მთავარი განმაპირობებელი მიგრანტების აქტივობაა. დამატებითი ფაქტორია ექსპორტის ზრდაც, თუმცა ეს დიდ ფაქტორად არ შეიძლება განვიხილოთ.

არასტაბილური სავალუტო ბაზარი გვაქვს, როგორც გაუფასურება იძლევა ნეგატიურ შედეგებს, ასევე სწრაფი გამყარებაც არ ქმნის ჯანსაღ გარემოს და მაგალითად ექსპორტიორებს ექმნებათ პრობლემები და უჭირთ გადაწყობა. ექსპორტიორებს გამოსავალი ექნებათ ის, რომ ასახონ ფასებზე, აქ ტენდენცია და ტემპია გასათვალისწინებელი," - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ „კომერსანტთან".

ეკონომიკის დოქტორის თქმით, ვალუტის გამყარება არ ქმნის პრობლემებს თუ ეს გამოწვეულია ეკონომიკის განვითარებითა და გაძლიერებით, მაგრამ როცა ეს არის გარე ფაქტორების და უცხოელი მიგრანტების შედეგი ამას თან ახლავს გამოწვევებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×