რეზონანსი
29.04.2023

ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია გეგმა - ქვეყანა ჩაერთოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენთვის დამღუპველი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია გეგმა - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დააზიანონ საქართველო მნიშვნელოვან პროცესში, რაც ევროკავშირთან დაახლოებას ნიშნავს და ეს ყველაფერი საკუთარი დესტრუქციისთვის გამოიყენონ. საზოგადოებაში გააღრმაონ ანტისახელისუფლებო განწყობები. მოაწყონ რევოლუციაა, აადუღონ სიტუაცია საქართველოში და შემდეგ ქვეყანა ჩაერთოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენთვის დამღუპველი იქნება. ცხადია, მე ვგულისხმობ ომს", - განაცხადა მათიკაშვილმა „ქრონიკასთან".

„ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება". მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს მზად და იყოს სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×