რეზონანსი
29.04.2023

სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების გამო, ოფიციალურმა კიევმა პოლონეთსა და ევროკავშირს პროტესტი გამოუცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებას.

„რა მიზეზებითაც არ უნდა იყოს ასეთი შეზღუდვები გამართლებული, ის არ შეესაბამება უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებსა და ნორმებს", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მოხდეს უკრაინული პროდუქციის შეუფერხებელი ტრანზიტი, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე მის გარეთ.

კიევი პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, „სოლიდარული სულისკვეთებით" გადახედონ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირის კანონმდებლობაზე დაყრდნობით.

„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, ერთობლივად წარმატებით დავუპირისპირდეთ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკვე გავაძლიეროთ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, რომლის წევრიც გახდება უკრაინა", - აღნიშნა ნიკოლენკომ.

პარასკევს ევროკომისიამ ბულგარეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, შეიზღუდა ოთხი სახის უკრაინული პროდუქტის იმპორტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×