რეზონანსი
29.04.2023

„ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჩიქოვანი წმინდა წყლის მანიპულაციას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ევროპის საბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას საქართველოს დელეგაციამ თითქოს მხარი არ დაუჭირა.

როგორც ჩიქოვანმა განმარტა, ოპოზიციამ კარგად იცოდა, რომ დელეგაცია იმ პერიოდში ევროპის საბჭოში არ იმყოფებოდა.

„ის, რაც გუშინ დაიწყო, განცხადებები, რომელსაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, არის წმინდა წყლის მანიპულაცია, მავნებლობა არა, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, დელეგაცია იმ პერიოდში ევროპის საბჭოში არ იმყოფებოდა. დელეგაციას მხარი აქვს დაჭერილი ამ რეზოლუციისთვის საკომიტეტო მოსმენებზე და როგორც საქართველოს დელეგაციას, ამ რეზოლუციისთვის ასევე არ აქვს მხარი დაჭერილი 20-ზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელს, საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დეპუტატებს, მათ შორის გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს და ესტონეთს, რა ვქნათ, ვივარაუდოთ, რომ ეს სახელმწიფოები მხარს არ უჭერენ უკრაინას? ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, ნახევარდღიანი ტყუილი, რომლითაც ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, ვინაიდან მათ სხვა არანაირი შინაარსი გააჩნიათ. აბსოლუტურად ყველა რეზოლუცია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულია მხარი დაჭერილი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის არის რეზოლუციები, რომლებზეც ოპოზიციის ხმები საერთოდ არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×