რეზონანსი
29.04.2023

ეკა ჭონ­ქა­ძე 13 წლის ნი­კო­ლოზ ფი­ფი­ას დე­დაა. ის დღეს შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რძვის, რო­მელ­საც აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს. ეკა იმ მშო­ბელ­თა­გა­ნია, ვინც კვი­რა­ზე მე­ტია, რაც მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან ღა­მეს ათე­ნებს. ისი­ნი კან­ცე­ლა­რი­ას­თან დარ­ჩე­ნას მა­ნამ­დე გეგ­მა­ვენ, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათი შვი­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პრე­პა­რატს არ და­ა­ფი­ნან­სებს.

„ნი­კო­ლო­ზი თბი­ლი­სის 64-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლია. პო­ზი­ტი­უ­რი, ხუ­მა­რა და მხი­ა­რუ­ლი ბი­ჭია. ქუ­ჩა­შიც რომ გა­დის, სულ ცეკ­ვა-ცეკ­ვი­თა და ხტუნ­ვით და­დის, მხი­ა­რუ­ლობს, ასე­თი ქცე­ვა არ ერი­დე­ბა. მისი გახ­სნი­ლო­ბა, სი­ლა­ღე ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და ფსი­ქო­ლო­გის, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. როცა რა­ი­მე პრობ­ლე­მას ეჯა­ხე­ბა, მა­შინ­ვე ფსი­ქო­ლოგ­თან მი­დის. უჩე­მო­დაც ურე­კავს, ეწე­რე­ბა და შემ­დეგ უკვე ერ­თად წყვე­ტენ ამა თუ იმ პრობ­ლე­მას.

ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბი­ჭია. თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით პროგ­რა­მი­რე­ბას სწავ­ლობს, 7 წლის ძმას პატ­რო­ნობს, ზა­ფხულ­ში ცურ­ვა­ზე და­დი­ოდ­ნენ და ნი­კო­ლოზს დაჰ­ყავ­და. ასე­ვე ტან­ვარ­ჯიშ­ზეც ია­რეს. მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, ძმის გა­რე­შე ერთ წუთი არ შე­უძ­ლია ყოფ­ნა. ძა­ლი­ან პატ­რო­ნობს. პა­ტა­რაც ასე­თი­ვეა...

მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ამ ორ ბავ­შვს ვზრდი და ჩემს დას­თან ვცხოვ­რობთ, ჩვე­ნი სახ­ლი არ გვაქვს. გვეხ­მა­რე­ბა ჩემი სიძე, დის ქმა­რი," - ამბობს შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო მებ­რძო­ლი დედა, ეკა ჭონ­ქა­ძე.

- სა­ერ­თოდ, რო­დის და რო­გორ შე­ი­ტყვეთ, რომ ნი­კო­ლოზს აქონ­დროპ­ლა­ზია ჰქონ­და?

- ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვი, რო­გორც წე­სია, „ექოს­კო­პი­ა­ზე" დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ არას­დროს არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ ნა­ყოფს რამე სჭირ­და. ნი­კო­ლო­ზა (დედა ასე ეძა­ხის შვილს. - ლ.ფ.) რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2009 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს 8-თვი­ა­ნი გაჩ­ნდა. 50 სმ იყო და 2 კილო და 800 გრა­მი. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ნარ­კო­ზი გა­მი­კეთ­და, და­მა­ძი­ნეს. ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­დან სამ სა­ათ­ში ფილ­ტვე­ბი და­ე­ხუ­რა და სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ვერ ახ­სნეს ზუს­ტად მი­ზე­ზი, რა მოხ­და. ერთი თვე აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი მძი­მედ იყო. მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთი კვი­რა გა­მა­ჩე­რეს. ბავ­შვს დე­და­ჩე­მი აკი­თხავ­და და მის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­თხუ­ლობ­და. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პა­თო­ლო­გი­უ­რი ბავ­შვია, მაგ­რამ ვერ ხსნიდ­ნენ, რა­ტომ იყო პა­თო­ლო­გი­უ­რი. ერთი თვის მერე იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოძ­ვრა... როცა რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან პა­ლა­ტა­ში უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნათ, მას­თან შე­სახ­ვედ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ვემ­ზა­დე. გუ­ლის­ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დი პირ­ველ შვილ­თან შეხ­ვედ­რას, ერთი სული მქონ­და, რო­დის ვნა­ხავ­დი, ჩა­ვი­ხუ­ტებ­დი და მო­ვე­ფე­რე­ბო­დი. ბავ­შვი რომ მო­იყ­ვა­ნეს, ექი­მი მოჰ­ყვა და თან სტუ­დენ­ტე­ბი მო­ი­ყო­ლა. ნი­კო­ლო­ზი ჩემს თვალ­წინ გა­ა­შიშ­ვლეს, და­ი­წყეს მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, წე­ლავ­დნენ. თით­ქოს რა­ღაც ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­დნენ, რა­საც მეც ვუ­ყუ­რებ­დი და ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. მე არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და. ბო­ლოს ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ვი­კივ­ლე, - გა­დით ყვე­ლა­ნი აქე­დან-მეთ­ქი და ბავ­შვი ხე­ლი­დან გა­მო­ვარ­თვი. ამ სა­ში­ნე­ლი ეპი­ზო­დის გამო ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ცხე­ლი წყა­ლი გა­და­მას­ხეს, - ძა­ლი­ან მძი­მე რამ მოხ­და... არ შე­იძ­ლე­ბა დე­დას ასე­თი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნო, არ გა­აფრ­თხი­ლო, საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნო, რას აპი­რებ...

სა­ბო­ლო­ოდ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი სად და ვინ დას­ვა?

- შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზი გა­უ­კეთ­და. დე­და­ჩემს უთხრეს, რომ ეს იქ­ნე­ბა პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ გა­ივ­ლის, ვერ ილა­პა­რა­კებს. ეჭვი ჰქონ­დათ და­უ­ნის სინ­დრომ­ზეც. დე­და­ჩემს ისიც უთხრეს, რომ ახალ­გაზ­რდა დე­დაა, ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს და ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში და­ტო­ვო­სო. ამას რო­გორ ვი­ზამ­დი?!

ნიკ­ლო­ზა ერთი თვე იყო პა­ლა­ტა­ში. მერე ჩემ­მა ექიმ­მა მა­მი­დაშ­ვი­ლებ­მა ირაკ­ლი რცხი­ლა­ძეს­თან და­მა­კავ­ში­რეს. ეს ადა­მი­ა­ნი ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. უჭ­კვი­ა­ნე­სია. მის­გან სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე. შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზით და­უ­ნის სინ­დრო­მიც გა­მო­ი­რი­ცხა და მხო­ლოდ აქონ­დროპ­ლა­ზია დარ­ჩა. ირაკ­ლიმ მი­თხრა, გა­იზ­რდე­ბა, კარ­გად იქ­ნე­ბა, ირ­ბენს, ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი ბიჭი იქ­ნე­ბა, იმა­ზე ადრე გან­ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, ოღონდ, მა­ნამ­დე გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­გი­წევ­სო... ზუს­ტად ასე მოხ­და, რო­გორც მი­თხრა.

რო­გო­რია ამ­ჟა­მად ნი­კო­ლო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია, კვი­რის­თა­ვი გა­მო­ე­წია და აწუ­ხებს, სა­ღა­მო­ო­ბით აუ­ტა­ნე­ლი წე­ლის ტკი­ვი­ლი აქვს, ამ­ბობს, ვე­ღარ ვხტუ­ნა­ობ, ვა­კონ­ტრო­ლებ, ისე არ დავ­ვარ­დე, რომ რამე მეტ­კი­ნო­სო. დიდ­ხანს ჯდო­მის შემ­დეგ კუ­დუ­სუ­ნის არე­ში ტკი­ვი­ლი აქვს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცოტა და­ძა­ბუ­ლია...

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რო­გორც გა­ვი­გე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოს­წავ­ლეა?

- ფან­ტას­ტი­კუ­რი. გაკ­ვე­თი­ლებს 5 წუთ­ში, ერთი წა­კი­თხვით სწავ­ლობს, სხარ­ტად ით­ვი­სებს. ინ­გლი­სუ­რად გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, რაც სკო­ლა­ში ის­წავ­ლა. სკო­ლა­ში­ვე ის­წავ­ლა ჩი­ნუ­რი, ჩი­ნე­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან და მო­ინ­დო­მა. საგ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარს ის­ტო­რია.

ყველ­გან დაგ­ყავ­დათ, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვად მა­ინც პრო­ექ­ტში "ნი­ჭი­ე­რი" გა­მოჩ­ნდა. ყვე­ლა სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდა და თა­ვიც შე­აყ­ვა­რა...

- კი, 2016 წელი იყო, 7 წლის ხდე­ბო­და, „ნი­ჭი­ერ­ში" რომ გა­მო­ვი­და. სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე დაგ­ვეხ­მა­რა. ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და და ვუ­თხა­რი. მო­მიყ­ვა­ნეო, რომ მი­ვი­და, ცო­ცხა­ლი თა­ვით არ უმ­ღე­რა, გა­აპ­რო­ტეს­ტა და წა­მო­ვი­და. არ იმ­ღე­რა, მაგ­რამ იცეკ­ვა, მო­ე­წო­ნა ჟი­უ­რის და ხე­ლახ­ლა იბა­რე­ბე­ნო, - სო­ფომ მი­თხრა. ჰიპ-ჰოპი იცეკ­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, ქუ­ჩა­ში აჩე­რებ­დნენ, თბილ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ამის მერე უფრო გა­იხ­სნა, ამო­ი­სუნ­თქა და სა­კუ­თა­რი თავი მე­ტად შე­იყ­ვა­რა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×