რეზონანსი
29.04.2023

თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას იწვევს, - ამის შესახებ „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ და მესამე პრეზიდენტმა უკვე მესამე მკურნალ ექიმზე თქვა უარი.

„უნდა ითქვას, რომ ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ. ეს იმიტომ, რომ თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე იწვევს გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას. ეს უკვე მესამე მკურნალი ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა", - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა არ შეცვლილა და პირღებინება კვების რაციონის უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, „კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ".

„რაც შეეხება მდგომარეობის კრიტიკულობას, მინდა გითხრათ, რომ კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური მიმდინარეობა ნამდვილად არ შეცვლილა და ორი დღეა, "ვივამედის" თანამშრომლებს ამის მტკიცება გვიწევს. დიახ, პირღებინება ნამდვილად ჰქონდა. ეს კვების რაციონის უხეში დარღვევით იყო გამოწვეული. კლინიკურად ახსნადია, თუ რა იყო პირღებინების მიზეზი. მე ქალბატონ გიულის დღესაც ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ის საკვები მოეტანა, რაც კვების პრობლემების პროვოცირებას არ გამოიწვევს", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×