რეზონანსი
29.04.2023

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16"-ის ტიპის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც პარტნიორები ქვეყანას დაჰპირდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრშეტევა ითვალისწინებს ყირიმის განთავისუფლებას, თუმცა, უკრაინის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომი შეიძლება, გაგრძელდეს წლები და ათწლეულებიც კი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×