რეზონანსი
29.04.2023

ძალიან არასერიოზულია ოპოზიციის მცდელობები საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ერთ კომისიასთან დაკავშირებით. ზოგი „ქოლცენტრებზე" ითხოვს და ზოგი მოსამართლეების თემაზე. ეს სპეკულაციები მათი მხრიდან არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რამენაირად დააზიანონ ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეროვნული თავმოყვარეობა არ აძლევთ იმის ფიქრის საბაბს თქვან, რომ იცით რა, თუკი მოსამართლემ, ვინც არ უნდა იყოს, მოქმედი ქართველი მოსამართლეები დაგისანქცირეს მტკიცებულების გარეშე, ამას კი არ ავყვეთ, არამედ ელემენტარული პროტესტი მაინც გაგვიჩნდეს, რატომ მტკიცებულების გარეშე, რა სტანდარტია, როცა მტკიცებულების სტანდარტი ამ ქვეყანაში, როგორც იქნა აიწია და სხვა „ლეველზე" გადავედით ამ მიმართულებით. არა, ისინი პირიქით ამას იყენებენ მიზეზად და რაღაც კომისიების შექმნაზე ლაპარაკობენ", - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს არ დაუშვებს, და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ საგამოძიებო ფუნქციები შეითავსოს. მისივე თქმით, ამ საქმით კომპეტენტური ორგანოები არიან დაკავებული და არასერიოზულია სამართალდამცავების ნაცვლად დეპუტატების მიერ საქმის გამოძიება.

„პარლამენტი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს არ დაუშვებს. ეს ერთი და მეორე, საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ საგამოძიებო ფუნქციები შეითავსოს. მაგალითად, აბსოლუტურად სასაცილო, არარეალური და ამავდროულად ამორალურია, გერმანელი და ქართველი სამართალდამცავები, ასობით ადამიანი ერთად რომ არის რამდენიმე წელი ღონისძიებებში ჩართული და ავლენენ თვეში ერთ ქოლცენტრს - იცით, რამდენად რთული გამოსაძიებელი, დასამტკიცებელი და მოსაძიებელია თუნდაც დაზარალებული სხვა ქვეყანაში? აი, ამის ფონზე მაინც ახერხებენ ხალხის დაკავებასაც, „ქოლცენტრების" გამოვლენასაც, მხილებასაც და ევროპელი და ქართველი სამართალდამცავების ნაცვლად უნდა დავსხდეთ ახლა ჩვენ და ჩვენი „პატიოსანი ოპოზიცია" და ვიძიოთ საქმე, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია. ამ საქმით ვინც უნდა იყოს დაკავებული - კომპეტენტური ორგანოები, ისინი არიან დაკავებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×