რეზონანსი
29.04.2023

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, რაც, უმეტესწილად, ჩინეთისა და ევროზონის ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების პროგნოზირებულზე უფრო დიდი ზრდით აიხსნება, - ამის შესახებ გლობალური საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტოს, Fitch Ratings-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

2023 წლის პირველ კვარტალში გლობალური ეკონომიკის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ჩინეთმა მოახდინა, რომლის ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა, როცა მარტში, Fitch-ი 1.4%-იან ზრდას ვარაუდობდა. მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი პანდემიური შეზღუდვების მოხსნამ და ექსპორტისა და მოხმარების სწრაფმა ზრდამ განაპირობა.

ჩინეთთან ერთად, 2023 წლის პირველ კვარტალში, ანალიტიკოსების პროგნოზზე მეტად, 0.5%-ით გაიზარდა იტალიისა და ესპანეთის ეკონომიკა, როცა იტალიის შემთხვევაში Fitch-ი 0.2%-იან კლებას, ხოლო ესპანეთის შემთხვევაში 0%-იან ზრდას ვარაუდობდა. ამასთან, პირველ კვარტალში, მინიმალური 0,2%-ით გაიზარდა საფრანგეთის ეკონომიკა, მაგრამ არ გაზრდილა გერმანიის ეკონომიკა.

Fitch-ის ანგარიშში ვხვდებით მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის ეკონომიკა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 0.4%-ზე ნაკლებად გაიზარდა. აშშ-ის შემთხვევაში, მოხმარებისა და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი უარყოფითად ინვესტიციების რიგით მეოთხედ დაკლებულმა მაჩვენებელმა და შემცირებულმა მარაგებმა დააკომპენსირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×