რეზონანსი
09.05.2023

ვფიქრობ, რომ იარაღის კურსი არის ოკუპირებული ქვეყნისთვის ძალიან კარგი და ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ფალსიფიკაცია იყო სრულად ზურა გირჩი ჯაფარიძესთან დაკავშირებული პროპაგანდა. ჩვენ პარტნიორები ვართ, ვიცი პირაპირი განწყობები ზურა გირჩი ჯაფარიძის და მათი პარტიის წევრების. არანაირ რევოლუციაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, რომ იარაღის კურსი არის ოკუპირებული ქვეყნისთვის ძალიან კარგი და ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება. ქვეყანას, რომლის დედაქალაქიდან 35 კილომეტრში დგას რუსის ჯარი, იარაღის სწავლების კურსი არ არის ცუდი", - განაცხადა მანჯგალაძემ.

რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის" ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს" ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს" ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×