რეზონანსი
09.05.2023

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი "ევროპის სოციალისტური" პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება."

ვოლსკის შეფასებით, მსგავსი განცხადებები თავისი შინაარსით არასწორია.

"არის თემები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ღირსებას, ისტორიულ წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობას, ამ თემასთან დაკავშირებით თუ კონსერვატიული მიდგომა აქვს თითოეულ ჩვენგანს და არამარტო პოლიტიკოსს, საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს, გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს ესოდენ მჭახე.

უღირსი განცხადებაა და მე ამასთან დაკავშირებით სრულად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ არ არის გამორიცხული, თუ ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, თუ არ გვიფასებენ იმას, რასაც ჰქვია უშველებელი სოციალური პროგრამები, ის რომ საერთოდ კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს თემა არის დაფიქსირებული, შრომის კოდექსია, რომელიც არ ყოფილა, შეიძლება, ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ გაუმჯობესდება. უამრავი თემაა, რომელიც ეხება სწორედაც იმ პრინციპებს, რასაც სოციალ-დემოკრატია გულისხმობს. თუ ამის მიღმა შეეხნენ იმ ღირსებას, რაც შენ გაგაჩნია, რასაკვირველია, არასწორია. მეტსაც ვიტყვი, იმ რეზოლუციას, რომელიც არის სრულიად უტიფარი, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ, შეუერთდნენ სოციალ-დემოკრატები ისე, რომ არცერთს არ მოუკითხავს რეალური სიტუაცია, რომელიც საქართველოში არსებობს. დამოკიდებულება არის უსამართლო ჩვენ მიმართ. თქვენი ფანდი, რომ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება? და მე რომ გითხრათ - დიახ, ამას ელოდებით? არ მიგვიღია ასეთი გადაწყვეტილება ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, არასწორია, კონსულტაციები უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით და არ მგონია, ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებას ჰქონდეს სხვა აზრი, თუნდაც ჩვენი მხარდამჭერი არ იყოს," - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×