რეზონანსი
09.05.2023

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. მისი თქმით, სწორედ ასე, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის ერთ-ერთ ქართულ მედიასაშულებასთან ინტერვიუს გამოეხმაურა.

"თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო - გვეუბნება ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს...

ტრადიციები, კულტურა, ეროვნული ფასეულობები და საკუთარ იდენტობა არაფერში გჭირდებათ, ეს პროგრესში და ევროპულობაში ხელს გიშლითო... საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი." - წერს რატი იონათამიშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×