რეზონანსი
09.05.2023

დაგეგმილ ცვილებებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა. ცესკოში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ყველა პოლიტიკური მხარის პასუხისმგებლობაა და პროცესი მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესებით არ უნდა დაზიანდეს.

"თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს, თუმცა არასდროს არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია გაჟღერებული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები.

ამჯერად აღნიშნული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ცესკოში პარტია „ლელოს" წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა და მით უფრო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა კარგად იცის თუ რამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით პროფესიონალურად ჩატარდეს.

სამწუხაროა, რომ ყველა ამ წარმატების უგულებელყოფა ხდება პოლიტიკური ინტერესების და დღის წესრიგის გამო," - აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×