რეზონანსი
09.05.2023

სამეგრელოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს გაავრცელა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 47 წლის მამაკაცი შვილს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რასაც არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა და მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. არსებული ინფორმაციით, მამა სავარაუდოდ, 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად.

მეორე დაკავებულის შესახებ ცნობილი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 28 წლისაა. მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. „ძალიან საშინლად გრძნობს ბავშვი თავს. რა გააკეთოს, არ იცის. ბავშვი არის სტრესში, დამნაშავეა თავისი მამა. ყველაფერს გაარკვევს სამართალი, პოლიცია იძიებს", - ამბობს ბებია „რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×