რეზონანსი
09.05.2023

ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმის გამოაშკარავება და მასზე მოკვლევის წარმოება ქართული საგამოძიებო უწყებების დამსახურებაა.

„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. სუს-ის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. სანამ ტელეკომპანია „ბიბისი" ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ინფორმაცია და არაფერი გსმენიათ ამ თემაზე? ყველამ იცოდა, რომ პრობლემა იყო ეს „ქოლ-ცენტრები" და ვინ იდგა ამის უკან.

ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება, კონკრეტული საქმის მასალების მოკვლევა. შემდეგ კი ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×