რეზონანსი
09.05.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიიდან "ქართული ოცნების" შესაძლო გარიცხვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ნიკოლეიშვილი იშველიებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და ამის გამო ვინმემ უნდა დააყენოს საკითხი, რომ გაირიცხოს "ქართული ოცნება", ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ".

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღეს რომ ატეხეს ამბავი ნაცმედიებმა, აქაოდა მმართველი გუნდი აპირებს გარიცხვას წამოსვლა დაასწროსო და ამის დასტური პრემიერის განცხადებააო, ეგ არის წმინდა წყლის ტყუილი, დემაგოგია და ვირეშმაკობა.

"მამუკა მდინარაძემ 29 აპრილს თქვა, რომ თუ ვინმე დაიწყებს საუბარს "ქართული ოცნების" გარიცხვაზე, რადგან მმართველი გუნდი პატივს სცემს ოჯახის სიწმინდეს და ეროვნულ იდენტობას, შესაძლოა ამ თემაზე უფრო მეტი სალაპარაკო სწორედ ქართულ ოცნებას ჰქონდეს. ანუ პირველივე დღეს, როდესაც ეს თემა შემოვიდა რადიკალების დღის წესრიგში, პირველივე ბუნებრივი რეაქცია იყო, რომ არავინ მოითმენს საიდანმე გარიცხვას ღირებულებების დაცვის გამო. დღეს რომ ატეხეს ამბავი ნაცმედიებმა, აქაოდა მმართველი გუნდი აპირებს გარიცხვას წამოსვლა დაასწროსო და ამის დასტური პრემიერის განცხადებააო, ეგ არის წმინდა წყლის ტყუილი, დემაგოგია და ვირეშმაკობა."- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×