„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მალხაზ თოფურიას ინფორმაციით, პარტია ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას მაღალი თანამდებობის პირებისათვის და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებისთვის სავალდებულო იყოს სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლა. „პატრიოთა ალიანსს“ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„პატრიოტთა ალიანსი“ შემოდის წინადადებით და ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას მაღალი თანამდებობის პირებისათვის და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებისთვის (როგორც მოქმედის ასევე შემდგომ კანდიდატებისთვის) სავალდებულოდ მოხდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლა ერთადერთი შეკითხვით, თანამშრომლობს თუ არა და გამოხატავს თუ არა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს პატივცემული“. ვფიქრობთ, შეკითხვა ფრიად მარტივია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის და არა ისე განვითარებისთვის, როგორც სხვა ქვეყნების (რომელიც არ უნდა იყოს) სპეცსამსახურებს სურთ. აღნიშნული ინიციატივის ავტორები „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრები გამოვთქვამთ მზადყოფნას, პირველ რიგში აღნიშნული ტესტირება ჩატარდეს ჩვენზე, როგორც ინიციატივის ავტორებზე. ვფიქრობ, აღნიშნულ ინიციატივას დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ, როგორც მმართველი რგოლის ბევრი წევრი, ასევე ოპოზიციური ჯგუფები, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ანასხლეტები, თუმცა იმედი გვაქვს საზოგადოების იმ დიდი ნაწილის მხარდაჭერის, რომელსაც არ სურს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების რეჟიმით ცხოვრება და სურვილი აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების. ვფიქრობ, მოთხოვნა ლეგიტიმურია, შემაკავებელია რევოლუციური და სხვადასხვა რყევების მიმართ ამა თუ იმ გარე ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ და ერთადერთი გზაა ბინძური აგენტურული ფულის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამარჯვებისა“, – წერს მალხაზ თოფურია.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|