რეზონანსი
18.05.2023

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია, სასამართლოში ძლიერი „კლანი" შეინარჩუნოს.

გიგაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსიის შევსებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას" ეკისრება.

„მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ხელისუფლების მიზანია, რომ სასამართლოში იყოს ძლიერი „კლანი". ისინი ამ მიზნისთვის ყველაფერზე მიდიან, მათ შორის რამდენიმე ხნის წინ დაასანქცირეს ჩვენი რამდენიმე მოსამართლე და იმაზეც არ საუბრობენ, რომ ეს მოსამართლეები საერთოდ მოაცილონ სასამართლოს ხელისუფლებას. ამიტომ, ეს არის მათი მიზანი. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ და დღეს აკეთებენ, მიმართულია იმისკენ, რომ სასამართლოში გვქონდეს კორუფცია, სასამართლოში მთავარი მოსამართლეები იყვნენ მურუსიძე და ჩინჩალაძე და სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში, მმართველ პარტიას მიემხრო, ცხადია, ეს ძალიან ცუდია. მათ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ალბათ, ოპოზიცია უნდა დალაგდეს და მოკლევადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რადგან მათზეც არის კონკრეტული პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიგაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×