რეზონანსი
18.05.2023

სასურველია, პრეზიდენტის მხრიდან არ კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომელიც ამ პროცესს დააზიანებდა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ყველა საერთაშორისო ტრიბუნისა და ასპარეზის გამოყენება იმისთვის, რომ სათქმელის სწორად მიტანა მოხდეს პარტნიორებამდე.

„მე იმედი მაქვს ეს კიდევ უფრო კარგად იქნება გაცნობიერებული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც, რომ ის, რაც ითქმება 21-ე საუკუნეში არ რჩება იმ ოთახში, გადის და ასე ვთქვათ, ხდება ამ გზავნილების თუ განცხადებების გავრცელება. შესაბამისად, თუკი რამეს შეუძლია დააზიანოს ქვეყანა შიგნიდანაც და გარედანაც ერთნაირად შეიძლება დაზიანდეს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, ასპარეზი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი სწორად ვთქვათ და მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებამდე. ვთქვათ ის, რომ საქართველო საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, აქვს საკმაოდ რთული გამოწვევები, აქვს ოკუპირებული რეგიონები და არ არის საქართველო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველოს სწორედ სჭირდება სოლიდარობა, უფრო მეტად ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას, როდესაც საუბარია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თუკი საქართველო არის ევროპული პერსპექტივის მატარებელი ქვეყანა და გვაქვს ჩვენ ევროპული პერსპექტივა, ამ პროცესში მივიღოთ მაქსიმალური სოლიდარობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორებთან ურთიერთობა, ეს არის ჩვენი გზავნილები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×