რეზონანსი
20.05.2023

იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ხდება სანქცირებული ავიახომალდების მიღება, არის უსაფრთხოება, რადგან მათ მწარმოებელ კომპანიას სანქციების გამო შეზღუდული აქვთ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავიახომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში. მეორე, რაც მინდა ხაზგასმით აღნიშნოს, ავიაცია არის მკაცრად კონტროლირებადი ინდუსტრია და იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არც თბილისის, არც ქუთაისის და არც ბათუმის აეროპორტები, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას. ის კომპანიები, რომლებზეც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა, არ არიან სანქცირებული არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირის მიერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრინციპებით და სტანდარტებით, რის საფუძველზეც გასცემს ნებართვებს, შესაბამისად, თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა ნებართვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს, დაკმაყოფილებულია. კიდევ ერთხელ, სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც არ ვემსახურებით საქართველოში სანქცირებულ საავიაციო ხომალდებს, რომელთაც შეზღუდული აქვთ მწარმოებლის მიერ კონკრეტული სერვისების მიწოდება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×