რეზონანსი
21.05.2023

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკოფოროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის აღებას.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, ჟურნალისტებმა ზელენსკის ბახმუტზე ჰკითხეს: "არის თუ არა ქალაქი კვლავ უკრაინის ხელში? რუსები ამბობენ, რომ მათ ბახმუტი დაიკავეს".

ზელენსკიმ კითხვას ასე უპასუხა: "ვფიქრობ, არა. იქ არაფერია, მათ ყველაფერი გაანადგურეს, შენობები აღარ არის. ეს ტრაგედიაა, მაგრამ დღეს ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებშია".

ზელენსკის ამ პასუხის შემდეგ, საერთაშორისო მედია წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის ცნობები დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით მისი ოფისის წარმომადგენელმა CNN-ს განუმარტა, რომ ზელენსკი ოკუპანტების მიერ ქალაქის აღების შესახებ ცნობებს უარყოფს.

"ჟურნალისტის კითხვა იყო: რუსებმა თქვეს, რომ ბახმუტი დაიკავეს. პრეზიდენტმა უპასუხა: ვფიქრობ, არა", - განაცხადა სერგიი ნიკიფოროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×