რეზონანსი
21.05.2023

"ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტი - ასე აფასებს ფადი ასლის და მის განცხადებებს უმრავლესობა. "ქართული ოცნების" განცხადებით, საუბარი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმეს დათმობის შესახებ, მოღალატეობრივია და ამ რიტორიკით ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების განწყობებს ტესტავს.

ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სულ რომ რუსეთს და პუტინს ჩაბარდე ისინი საქართველოსვე არანაირ ტერიტორიას არ დაუბრუნებენ და ეს არის ტყუილი.

"სულ რომ რუსეთს და პუტინს ჩაბარდე ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ ეგ არის ტყუილი. არასდროს მსგავსი არაფერი არ დაიჯეროთ, არ მოხდება. ისედაც რუსული ხელისუფლებაა, რუსული მარიონეტული რეჟიმია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მაინც ოკუპირებულია, მავთულხლართებს მაინც აბამენ, ჩვენს მოქალაქეებს მაინც იტაცებენ და ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება. რაც შეეხება ევროკავშირს და ნატო-ს, სწორედ იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×