რეზონანსი
29.05.2023

სამწუხარო რეალობაა, რომ ცალკეული პირები პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებასაც დაჟინებით ითხოვენ. ეს თხოვნა არაა და არის პირდაპირი მოთხოვნა, - ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ გვარამიას პრეზიდენტის მისამართით არაერთი უხამსი განცხადება აქვს გაკეთებული.

„პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას არათუ ითხოვდნენ, არამედ მუქარანარევი ინტონაციით და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავდნენ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. ვინ არის გვარამია? ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვისაც პრეზიდენტის მიმართ წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი და უხამსი შეფასებები ჰქონდა. ამ ადამიანს ეთერში ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა, არ აღიარებდა და არ ცნობდა, დღეს კი ცნობენ. რა შუაშია გვარამია? ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი აპოკალიფსური სურათი არ არის, რასაც თქვენ ხატავთ, რომ თითქოს გვარამიასთან მიმართებაში რაღაც საოცრება ხდება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×