რეზონანსი
13.06.2023

ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს ცუდ სპექტაკლთან, რომლის გათამაშებას ზოგიერთი კოლეგა ცდილობდა დღეს ამ დარბაზში , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლები „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

სარჯველაძის შეფასებით, არარსებული პრობლემის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟები იბადება.

„სამწუხაროდ, სხვა რეალური მიზეზი, თუ რამ განაპირობა ამ შემთხვევაში, სრულიად სხვა მიმართულებით სკითხებზე ყურადღების გადატანა, აუხსნელი დარჩება.

მცდელობის მოტივაცია ოპოზიციას შეიძლება დიდი ჰქონდეს. როდესაც ჩვენ მიერ გაცხადებული გახდა კვალიფიციური კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ, როგორიც არის ლაშა ხუციშვილი, იქ ყველას გაუჭირდებოდა საპირწონედ კარგი კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობა ჰქონოდა, ასეთ ფონზე აქვთ მცდელობა, არასწორი აჟიოტაჟი დახვდეს ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტას წინ. ეს არის ერთადერთი მოტივაცია, უარგუმენტობა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×