რეზონანსი
14.06.2023

კაცი, რომელიც ბათუმში, ქუჩის ძაღლებმა დაკბინეს, დახმარებას ითხოვს. 59 წლის რამაზ გიორგაძე ჰყვება, რომ მძიმე ტრავმის მიყენების გამო, ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი სჭირდება. სოციალურად დაუცველ ოჯახს, მედიკამენტებისა და სამედიცინო სერვისების მისაღებად საჭირო თანხები არ აქვს. როგორც ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ფულად შემწეობას შეჰპირდა, რაც არ მიუღიათ.

ამ მდგომარეობაში, ქვედა კიდურები რამაზ გიორგაძეს მიუსაფარი ცხოველებისგან მიყენებული ჭრილობების გამო აქვს. იგი რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა დაკბინეს. 59 წლის კაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ცხოველების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზს ვერ ასახელებს.

რესპონდენტის მეუღლე ჰყვება, რომ რამაზ გიორგაძის ჯანმრთელობის პრობლემა ოპერაციით არ მოგვარებულა. ნონა სიხარულიძის თქმით, კაცს გადაადგილება ამ დრომდე უჭირს და სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს. ამბობს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს, მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებენ. ოჯახი სახელმწიფოსგან  ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს.

გაუწევს თუ არა სახელმწიფო დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარებას?  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ უწყების შუამდგომლობით, კლინიკაში დაზარალებულ კაცს სახვევებს უსასყიდლოდ გამოუცვლიან.  ბათუმის მერიაში კი თქვეს, რომ რამაზ გიორგაძემ თვითმმართველობას დახმარების მიზნით განცხადებით უნდა მიმართოს.

წყარო: tv25

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×