რეზონანსი
14.06.2023

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტის კრიტიკის შემდეგ მასზე ორგანიზებული თავდასხმა იყო. იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ ბულინგით ცდილობენ, რომ სხვა დროს მისი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება არ ჰქონდეს.

იოსელიანი ამბობს, რომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნული როინ მეტრეველის პასუხიც არ მოეწონა და არც ის, რასაც დაჰპირდა, თუმცა - "ჩემი გადმოსახედიდან, ეს კომუნიკაცია შეურაცხმყოფელი იყო პიროვნებისთვის და დამამცირებელი იყო, ამიტომ, ამაზე გამოვთქვი ძალიან ზომიერად აზრი".

"მე მგონი აქ სხვადასხვა რაღაცაზეა საუბარი. მე უბრალოდ იმ ადამიანების მიკვირს, ადამიანური პოზიცია, გამოხატული კონკრეტული ჩემი აზრით, რაღაც ჟურნალისტური სიუჟეტის მიმართ, რომელიც არ ჯდება ჩემ გემოვნებაში. მე არ მომწონს, მე მაქვს ამის უფლება, სახალხო დამცველი რომ ვარ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება შემიზღუდა, მე შემიძლია დავაფიქსირო და ყოველთვის ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, მე არ მომწონს როდესაც ადამიანს ატყუებენ, აბუჩად იგდებენ, ამცირებენ, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ხანშიშესულ ადამიანს. რაც შეეხება ყველა სხვა საკითხს, თუ ვიღაცას რაღაც მტკიცებულება აქვს, ამ ადამიანს დანაშაული მიუძღვის, ეს სხვა საკითხია, ამას ჩემი პოსტი საერთოდ არ ეხებოდა, ჩემი პოსტი ეხებოდა სულ სხვა რამეს.

ჩემთვის გასაკვირი არის ასეთი ორგანიზებული თავდასხმა, თან ცუდი კი არ მითქვამს ამ ადამიანზე რამე ვინც ეს გააკეთა, უბრალოდ ვთქვი, რომ ეს არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება ამაზე კარგი რამეც გააკეთო ხომ?! საბოლოო ჯამში, მე რა ტენდენციაც დავინახე, რომ მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მითუმეტეს როგორც სახალხო დამცველს, ეს თავდასხმით, ასეთი ბულინგით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სხვა დროს ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება", - თქვა იოსელიანმა. 

ცნობისთვის, ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×