რეზონანსი
14.06.2023

მეჩვენება, რომ ევრორეკომენდაცია და ვენეციის კომისიის შეფასებები ერთმანეთთან მთლად ჰარმონიაში არ არის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა კვლავ ექნებათ.

„მე მეჩვენება, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევრორეკომენდაცია, მისი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით, როცა უკრაინული კანონმდებლობა შეფასებული იყო პოზიტიურად და მოგვიანებით ვენეციის კომისიის შეფასებები მთლად ერთმანეთთან ჰარმონიული არ უნდა იყოს, აქედან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიმართება მსჯელობა, ოღონდ ეს მსჯელობა არ იქნება საკმარისი მხოლოდ საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება იმ გამოწვევებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც საქართველოს წინაშე დგას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა 13 ივნისის პლენარული სხდომის ბოლო საკითხად „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი განიხილა და 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა კომისიას წარუდგინა, პერსონიფიცირებულია და არ უნდა იქნას მიღებული, ხოლო დეოლიგარქიზაცია უნდა განხორციელდეს არა პერსონიფიცირებული მიდგომით, არამედ სისტემური მიდგომით, რომელიც სხვადასხვა სფეროში შესაბამისი ცვლილებების მიღებას გულისხმობს.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ- ერთია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×