რეზონანსი
17.06.2023

თავზე დაასხდნენ ყველას და თან ლიბერალიზმის შეფუთვით, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. და ამ ყველაფრის შემდეგ, თუ სადმე ჩავლენ, თან „ბლატაობით" და ხალხი მიუვარდა და დაგროვილი წყენა, ბრაზი და უკმაყოფილება გამოხატეს - ეს კიდევ ვინმეს უკვირს? ასე ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

„არასოდეს მხიბლავდა ეს ძალადობა, მივარდნა - მოვარდნები, მაგრამ თავზე გადაისხეს რა.... აი ასე უმცირესობა, მაქსიმუმ 10 კაცი გამოდის და დედას აგინებს ყველას და ყველაფერს რაც ზოგადად ქართველი ადამიანის უმრავლესობას უყვარს. თავზე დაასხდნენ ყველას და თან ლიბერალიზმის შეფუთვით, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. და ამ ყველაფრის შემდეგ, თუ სადმე ჩავლენ, თან „ბლატაობით" და ხალხი მიუვარდა და დაგროვილი წყენა, ბრაზი და უკმაყოფილება გამოხატეს - ეს კიდევ ვინმეს უკვირს? ანუ რა უნდათ? დედა აგინონ ყველას და ამაზე არავინ საყვედურიც არ გამოხატოს? ცემა და თავპირის დამტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად...ეგაა და ეგ - სხვა დანარჩენი ლირიკაა", - წერს ლატარია facebook-ზე.

გორში, ზურა გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცლებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბოლოდროინდელი, შეურაცმყოფელი განცხადებებია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისამართით. ჯაფარიძე თბილისში, პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×