რეზონანსი
17.06.2023

„გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, მის ადგილას ჯერ საქართველოს მოქალაქეობას აიღებდა, შემდეგ კი, საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა.

„მიხეილ სააკაშვილის ადგილას მე დავიწყებდი იმით, რომ პრეზიდენტს ვთხოვდი მოქალაქეობას. მას აქვს უფლება და სააკაშვილი, მისი სურვილის შემთხვევაში, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მეორე - დავიწყებდი იმით, რომ მოვიხდიდი ბოდიშს ტყუილისთვის, რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში, წელიწადნახევარზე მეტი სიცრუეში აცხოვრებდა საკუთარ მოსახლეობას. მეორე ნაწილი ეს უნდა იყოს. დანაჩენი ბოდიშის მოხდა იმაზე, რაც წარსულში ჩაუდენია და პატიების თხოვნა ხალხისთვის, რომ პოლიტიკაში მისი ყოფნის პირობებში, ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რა გაიაზრა მიხეილ სააკაშვილმა და რა - არა, ამ ხნის განმავლობაში. მე ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რას იზამს მე არ მეკითხება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებაზე სააკაშვილის მოწოდებას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ ყველასთან, ვისაც მართლა თანამშრომლობა უნდა.

„უბრალოდ, „ნაცმოძრაობას" არც აქამდე ეტყობოდა და არც ახლა ეტყობა, რომ თანამშრომლობის სურვილი აქვს. მათ უნდათ მიხეილ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს და ასეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება. რაც შეეხება ლაპარაკს, დისკუსიას, რასაკვირველია დიდი სიამოვნებით. უბრალოდ, როგორც ხელისუფლებაა ჩაკეტილი მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, სამწუხაროდ, ასეა ჩაკეტილი ოპოზიციაც, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×