რეზონანსი
17.06.2023

მიხვდა რა, რომ ყველაფერი ფუჭია, მათ შორის შიმშილის, სიკვდილის მოგონება, გადაწყვიტა, ნიღაბი ჩამოიხსნას , - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „ქრონიკასთან" მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა მოიმიზეზა და დააბრალა თორნიკე რიჟვაძეს, რომ თითქოს მან მიაყენა შეურაცხყოფა დაღუპულ გმირებს, რაც აბსოლუტური ტყუილია. თორნიკემ შეურაცხყოფა თუ მიაყენა, მას მიაყენა, როგორც იმდროინდელ მთავარსარდალს და რა თქმა უნდა, ეს იყო კიდევ ერთი ფეიკ მიზეზი იმისა, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში. თუმცა როგორ მოახერხებს ამას, მაშინ როდესაც, მას არა აქვს მოქალაქეობა და მსჯავრდადებულია, მოუწევს ალბათ ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც აგინებდა უკანასკნელი სიტყვებით, მიმართოს თხოვნით, რომ მან შეიწყალოს", - განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×