რეზონანსი
17.06.2023

მან გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში და ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პროდასავლურ ველზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პოლიტიკური ძალა და მიშა სააკაშვილის დახმარება პროდასავლურ ძალებს, ბუნებრივია, სჭირდება. ეს ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, არ ვიცი. მათემატიკა ხომ იციან, ერკვევიან, კვლევებს ხომ კითხულობენ, სჭირდებათ.

ჩემთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრისთვის, თანამებრძოლისთვის მნიშვნელოვანია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. კარგად ვერ გრძნობს თავს და ახალ არცერთი დოკუმენტი არ წაგვიკითხავსი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×