რეზონანსი
17.06.2023

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა ანა ყურაშვილმა განაცხადა, ჯაფარიძეს მასზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ პოლიციიდან შეატყობინეს.

მისივე ინფორმაციით, ჯაფარიძე გორში ამოცნობაზე მიდის.

ცნობისთვის, „გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დღეს, გორში, „სმარტთან" დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×