რეზონანსი
17.06.2023

აფრიკის ქვეყნების დელეგაცია მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი შეეჩერებინათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„მათ მხოლოდ ერთი პუნქტი აწუხებთ და რისთვისაც მეჩვენება, რომ ჩამოვიდნენ, არის ეს: „მოდით პუტინის დაკავების ორდერის შეჩერება ერთ-ერთ პუნქტად ვაქციოთ, შემდეგ კი, გადავიდეთ სხვა პუნქტებზე". ბუნებრივია, ცოტას აინტერესებს სხვა პუნქტები", - განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ომის დასრულების ერთადერთი რეალური გეგმა უკრაინის მშვიდობის ფორმულაა, სხვა დანარჩენი კი, „დანებების ვარიანტებია".

პოდოლიაკის თქმით, დელეგაციის ჩამოსვლის დღეს უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმამ გაანადგურა ლოიალობა, რომელიც აფრიკის ქვეყნებს რუსეთის მიმართ ჰქონდათ.

„აშკარაა, რომ ისინი ამას საჯაროდ არ დემონსტრირებენ. ცხადია, არის გარკვეული დამოკიდებულება ნედლეულზე, სასუქებზე, ფულზე რუსეთის ფედერაციისგან, თუმცა მეჩვენება, რომ ეს სარაკეტო თავდასხმა იყო დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც აძლიერებს უკრაინის პოზიციას გლობალურ ბაზარზე", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის დელეგაციის ვიზიტის დროს რუსეთმა კიევის რეგიონსა და დედაქალაქზე კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით შეტევა განახორციელა. ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ აფრიკელმა ლიდერებმა „უნდა გააცნობიერონ პუტინის ჭეშმარიტი განზრახვები უკრაინის წინააღმდეგ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×